Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემხრობა გაეროს საგანგებო გამომძიებლის


აშშ ემხრობა გაეროს საგანგებო გამომძიებლის რეკომენდაციას, კიდევ 6 თვით გაგრძელდეს

აშშ ემხრობა გაეროს საგანგებო გამომძიებლის რეკომენდაციას, კიდევ 6 თვით გაგრძელდეს
ლიბანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-მდივან სკოტ მაკ-კლელანის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია გამოძიების პირველი დასკვნებით, რომ სირიამ ხელი შეუშალა გამოძიებას, ის არასწორი მიმართულებით წაიყვანა. დღეს გამოძიების გაგრძელებისადმი მხარდაჭერა გამოთქვა რუსეთმაც. გაეროს გამომძიებელი დეტლეფ მალისი წარდგება უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით, რომელშიც ლაპარაკია წელს, თებერვალში ბეირუთში ჰარირის მკვლელობასთან სირიისა და ლიბანის უშიშროების მუშაკების კავშირზე. სირია უარყოფს ყოველგვარ კავშირს ჰარირის მოკვლასთან.
XS
SM
MD
LG