16 ქვეყნის ლიდერებმა ჩამოაყალიბეს ახალი ფორუმი, რომლის მიზანია აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება.
კუალა ლუმპურში გამართული სამიტის მასპინძელმა, მალაიზიის პრემიერ-მინისტრა აბდულა აჰმად ბადავიმ დღეს გააკეთა განცხადება "აღმოსავლეთ აზიის სამიტის" შექმნის შესახებ: [აჰმად ბადავის ხმა] “ყველა ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთ აზიის თანამეგობრობა მომავალში რეალობად იქცევა - თანამშრომლის მასშტაბის ზრდასთან, თანამშრომლობის განმტკიცებასთან და ურთიერთგაგების გაუმჯობესებასთან ერთად”. მალაიზიის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ამ განცხადებით სამიტზე, რომელსაც კუალა ლუმპურში ვლადიმირ პუტინიც დაესწრო - თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი არა მონაწილის, არამედ მეთვალყურის სტატუსით. სამიტში მონაწილე სახელმწიფოებს შორის იყვნენ იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ინდოეთი.