Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში დაკრძალეს ჯიბრან ტუენი -


ლიბანში დაკრძალეს ჯიბრან ტუენი - პარლამენტარი და ჟურნალისტი, რომელიც ორშაბათს ბეირუთში მოკლეს

ლიბანში დაკრძალეს ჯიბრან ტუენი - პარლამენტარი და ჟურნალისტი, რომელიც ორშაბათს ბეირუთში მოკლეს
ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. მასთან ერთად სამი ადამიანი დაიღუპა. ბეირუთშივე, უბანში, რომლის წარმომადგენელი მაჟორიტარიც იყო ტუენი, მასთან გამოსათხოვებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ლიბანის პარლამენტში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც პოლიტიკურმა ოპონენტებმაც კი დადებითად დაახასიათეს თავდასხმის მსხვერპლი. ბევრი პოლიტიკოსის აზრით, ტუენის მკვლელობაში სირიის ხელი ურევია, ვინაიდან ის ლიბანში სირიის პოლიტიკის აქტიური მოწინააღმდეგე იყო. სირია უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG