Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს განაცხადა, რომ სენატორები, რომლებიც "პატრიოტული აქტის" განახლებაზე უარს აცხადებენ, ქვეყნის თავდასხმისგან დაცვას უშლიან ხელს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს განაცხადა, რომ სენატორები, რომლებიც "პატრიოტული აქტის" განახლებაზე უარს აცხადებენ, ქვეყნის თავდასხმისგან დაცვას უშლიან ხელს.
ბუშმა კანონმდებლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ აქტის მთავარი დებულებების განახლებას – რომლებსაც ვადა ორ კვირაში გასდით. ეს მოწოდება პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან წარმოებულ, ყოველკვირეულ რადიოინტერვიუში გააკეთა: [ბუშის ხმა]: "სენატორებმა, რომლებიც ამას აფერხებენ, უნდა შეწყვიტონ თავიანთი შემაფერხებელი ტაქტიკა, და სენატმა "პატრიოტული აქტის" აღდგენას მხარი უნდა დაუჭიროს. ტერირიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ჩვენ ამ კანონის გარეშე არც ერთი წუთი არ უნდა ვიყოთ".
გუშინ დემოკრატმა სენატორებმა "პატრიოტული აქტის" დებულებების განახლების შეჩერება შესძლეს. მათი აზრით, ეს დებულებები კონსტიტუციურ თავისუფლებებს უქმნის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG