Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში ჰამლეტ


ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში ჰამლეტ და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები დაკრძალეს. ისინი 6-ს ივნისს მოიტაცეს,

ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში ჰამლეტ და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები დაკრძალეს. ისინი 6-ს ივნისს მოიტაცეს,
მათი ცხედრები კი გასულ კვირაში დაუბრუნეს ოჯახებს. დაკრძალვას დაესწრო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, სხვა ოფიციალური პირები. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრეს-ნიუსი" იუწყება ასევე, რომ ხაჭაპურიძეების დაკრძალვაზე ჩასული, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები შეხვდნენ შარშან შემოდგომაზე, სოფელ კეხვის ტერიტორიაზე გატაცებული ელდარ კახნიაშვილის ოჯახის წევრებს. მათ დაჰპირდნენ, რომ მიიღებენ ზომებს ელდარ კახნიაშვილის ბედის გასარკვევად. სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამაც დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე.
XS
SM
MD
LG