Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურბანბეკ ბაკიევის განცხადებით


ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურბანბეკ ბაკიევის განცხადებით, მომავალ წელს მოეწყობა რეფერენდუმი,

ყირგიზეთის პრეზიდენტ ყურბანბეკ ბაკიევის განცხადებით, მომავალ წელს მოეწყობა რეფერენდუმი,
რომელზეც ამომრჩეველს შეეკითხებიან, სურს თუ არა პრეზიდენტის ძალაუფლების შესუსტება - პარლამენტის ძალაუფლების გაზრდის ხარჯზე. რეფერენდუმის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. საკონსტიტუციო საბჭოში, რომელსაც თვით პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, მან განმარტა, რომ ყირგიზ ხალხს შეეკითხებიან, რა სურს - მმართველობის საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თუ შერეული სისტემა. ბაკიევმა იქვე დასძინა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია ვადების განსაზღვრა: [ბაკიევის ხმა] “უნდა მოვაწყოთ რეფერენდუმი და განვსაზღვროთ პოლიტიკური სისტემა. როცა სწორ პოლიტიკურ სისტემას მოვძებნით, მერე შეგვიძლია კონსტიტუციის დაწერა”. ბაკიევს რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია საკონსტიტუციო რეფორმის 2009 წლამდე გადატანა. ბაკიევი პრეზიდენტად აირჩიეს წელს, ივლისში, რასაც წინ უძღოდა მარტის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და მაშინდელ პრეზიდენტ ასკარ აყაევის გადაყენება.
XS
SM
MD
LG