შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოიწონა ერაყში ამერიკის სამხედრო კონტინგენტის
ორი ბრიგადით შემცირება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა. მისი სიტყვებით, ჯარების რაოდენობა მომავალი წლის გაზაფხულზე შემცირდება. "შეერთებული შტატები და კოალიციის წევრი სხვა ქვეყნები ცდილობენ, ერაყში სამხედრო ყოფნაში წონასწორობა დაამყარონ. ერთი მხრივ, ეს ყოფნა საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა ერაყელ ხალხს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ. მეორე მხრივ, ის არ უნდა აჭარბებდეს იმ ზღვარს, რომელიც მოსახლეობას საკუთარი ინიციატივის გამოვლენაში და ქვეყნის დამოუკიდებლად მართვაში შეუშლიდა ხელს," თქვა რამსფელდმა. ერაყში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით იქნა განთავსებული ამერიკის ჯარის ნაწილები. ვაროდობენ, რომ სამხედრო პირთა რაოდენობა თავდაპირველ დონემდე შემცირდება.