Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი კვლავ იმუქრება, რომ თავის


ირანი კვლავ იმუქრება, რომ თავის ბირთვულ ობიექტებზე არ დაუშვებს საერთაშორისო ინსპექტორებს,

ირანი კვლავ იმუქრება, რომ თავის ბირთვულ ობიექტებზე არ დაუშვებს საერთაშორისო ინსპექტორებს,
თუკი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა განსახილველად. ირანის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში დეპუტატები მოითხოვენ მათ მიერ 20 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას. დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოტაკიმ ევროპის კავშირს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გადამეტებულად რეაგირებაში დასდო ბრალი. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თეირანი კვლავაც მზად არის ევროპის კავშირთან მოლაპარაკებებისთვის თავის ბირთვულ პროგრამაზე. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ეს კომპრომისის გამოძებნის ერთადერთი შესაძლებლობაა. გუშინ ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა კვლავ განაცხადა, რომ მის ქვეყანას უფლება აქვს ფლობდეს ბირთვულ ტექნოლოგიებს.
XS
SM
MD
LG