Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქრის ტეილორის


დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქრის ტეილორის თქმით, მისმა თუთიყუშმა მიახვედრა სატრფოს ღალატს.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქრის ტეილორის თქმით, მისმა თუთიყუშმა მიახვედრა სატრფოს ღალატს.
ტეილორს ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როცა თუთიყუშმა ერთ მშვენიერ დღეს მისი სატრფოს მობილური ტელეფონის წკრიალზე დაიწყო ძახილი: "გამარჯობა, გერი." მოგვიანებით თუთიყუშმა სხვა სიტყვების თქმაც დაიწყო. მათ შორის ასეთის: "მიყვარხარ, გერი." ამის შემდეგ ტეილორმა აღმოაჩნია, რომ სატრფო ღალატობდა და მასთან კავშირი გაწყვიტა. ბოლოს მან თუთიყუშიც მოიშორა, ვინაიდან ის უსიამოვნო ამბავს ახსენებდა.
XS
SM
MD
LG