Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია აცხადებს, რომ ღაზის


ევროპის კომისია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მიიღო

ევროპის კომისია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები მიიღო
მას შემდეგ, რაც მის ოფისს შეიარაღებულმა პალესტინელებმა ცოტა ხნით ალყა შემოარტყეს. პალესტინელები წინასწარმეტყველი მუჰამედის დანიაში შექმნილი კარიკატურების გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ სხვა ევროპულ გამოცემებში. მათი თქმით, ეს კარიკატურები მუსულმანებს შეურაცხყოფას აყენებს. დანიის გარდა, კარიკატურები საფრანგეთში, ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში და ესპანეთში გამოქვეყნდა. ორი პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფება დღეს ამ ქვეყნების მოქალაქეებს დაემუქრა. ევროკავშირის წარმომადგენელმა, ემა უდვინმა, განაცხადა, რომ ევროპულ მედიაში გამოხატული პოზიცია მთელი ერების შეხედულებებს არ გამოხატავს: [უდვინის ხმა]: "გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ კვლავ ფუნდამენტურ ევროპულ ფასეულობად მივიჩნევთ. მაგრამ ამავე დროს, ფუნდამენტური ფასეულობაა ისიც, რომ ჩვენ ქსენოფობიის ყველა გამოვლინებას ვებრძვით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ის პირები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ, საკუთარი სახელით მოქმედებენ. ევროპაში მათ არც მთავრობა აკონტროლებს და არც მათი შეხედულებებია მთელი ერების მოსაზრებების გამომხატველი". მუსულმანების პროტესტს დღეს ორი ისლამური სახელმწიფოც შეუერთდა. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ კარიკატურები მუსულმანებს შეურაცხყოფს, და კულტურებს შორის დიალოგის გამართვას უშლის ხელს. ეგვიპტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კი მუბარაკის სიტყვები გაავრცელა – რომ გამოხატვის თავისუფლებით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამართლება არ შეიძლება.
XS
SM
MD
LG