Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დღეს საერთაშორისო


გერმანიის ქალაქ მიუნხენში დღეს საერთაშორისო უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ბოლო დღე იყო.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დღეს საერთაშორისო უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ბოლო დღე იყო.
მიუნხენში პრეს-კონფერენცია რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი ივანოვმა გამართა. ივანოვმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გაეროს ეგიდით ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. ივანოვმა განაცხადა რომ ტერორიზმის საფრთხის შეფასების საქმეში გაერომ უნდა შეწყვიტოს ორმაგი სტანდარტებით მოქმედება. მისი თქმით, თუ ერაყში სამხედრო ძალებზე განხორციელებულ თავდასხმის შემთხვევებს ტერორიზმს უწოდებენ, რუსეთში მომხდარ იგივე ქმედებას ჩეჩენი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას არქმევენ ხოლმე. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამავე დროს დასავლეთის ქვეყნების მთავრობები იმის გამო გააკრიტიკა, რომ არ ახდენენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას. ხელშეკრულება 1990 წელს, ქალაქ სტამბოლში დაიდო. დასავლეთი აცხადებს, რომ მის რატიფიკაციას არ მოახდენს მანამ, სანამ რუსეთი საქართველოდან და დნესტრისპირეთიდან ჯარს არ გაიყვანს. საქართველოსთან მიმართებით, ივანოვმა დაადასტურა, რომ ორი სამხედრო ბაზა ქვეყანას 2008 წელს დატოვებს. მისი თქმით: [ივანოვის ხმა]: "ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ რუსეთს საქართველოსთან სასაზღვრო პრობლემები არ აქვს. ჩვენ მხოლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაცია უნდა მოვახდინოთ. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კი თქვენ უნდა აწარმოოთ დიალოგი, და მიაღწიოთ შეთანხმებას. რუსეთი არ არის ვალდებული ეს თქვენს ნაცვლად გააკეთოს".
ივანოვმა საქართველოს მხარე ისტერიულობაში, პროვოკაციების მოწყობაში და დასავლეთის საზოგადოებრივ აზრზე აპელირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება რუსეთის ინტერესებში შედის, თუცმა ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს
როგორ უნდა მოხერხდეს.
XS
SM
MD
LG