Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილო ავღანეთში


ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილო ავღანეთში, ქალაქ მაიმანაში, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს.

ოთხი ადამიანი დაიღუპა ჩრდილო ავღანეთში, ქალაქ მაიმანაში, როცა პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს.
დემონსტრაცია გაიმართა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების დაბეჭვდასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში. სულ ცოტა 15 ადამიანი დაშავდა. ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით ცდილობდნენ აეღოთ სამხედრო ბაზა, რომელშიც ნატოს ჯარებში მომსახურე ნორვეგიის სამხედროები არიან განთავსებული. გაეროს ცნობით, ქალაქიდან ევაკუირებულია პერსონალის ნაწილი. მუჰამედის კარიკატურები, რომელთაც მუსულმანები მკრეხელობად მიიჩნევენ, პირველად გამოქვეყნდა დანიის გაზეთში. შემდეგ ევროპის რიგი ქვეყნების, მათ შორის ნორვეგიის, გაზეთებმა გადაბეჭდა ისინი.
XS
SM
MD
LG