Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ქალაქ ტურინში ოფიციალურად გაიხსნა


იტალიის ქალაქ ტურინში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის მეოცე ოლიმპიური თამაშები.

იტალიის ქალაქ ტურინში ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის მეოცე ოლიმპიური თამაშები.
სტადიონზე, ტრადიციის თანახმად, პირველი შევიდა ოლიმპიური თამაშების სამშობლოს - საბერძნეთის სპორტული დელეგაცია. მსვლელობა დაასრულეს მასპინძელი ქვეყყნის - იტალიის სპორტსმენებმა და სპორტის ფუნქციონერებმა. საქართველოს ღირსებას ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამი სპორტსმენი დაიცავს: ფიგურული სრიალის ოსტატები ელენე გედევანიშვილი და ვახტანგ მურვანიძე, და სამთომოთხილამურე იასონ აბრამიშვილი. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეობის პატივი ვახტანგ მურვანიძე ხვდა.
XS
SM
MD
LG