თუკი ერაყის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი კვლავაც უარს იტყვის სასამართლო სხდომებში მონაწილეობაზე, მაშინ მას ძალით
მიიყვანენ სასამართლო დარბაზში. ამის შესახებ ბაღდადში განაცხადა ექს-დიქტატორის სასამართლო პროცესზე მთავარმა პროკურორმა ჯააფარ მოუსავიმ. პროცესი ორშაბათს გაგრძელდება 11-დღიანი შესვენების შემდეგ. სადამ ჰუსეინმა და რამდენიმე სხვა ბრალდებულმა უკანასკნელ ორ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. სადამ ჰუსეინსა და მის შვიდ თანამოაზრეს ბრალად ედებათ 1982 წელს სოფელ დუჯაილის მოსახლეობის მასობრივი ჟლეტის ორგანიზება.