Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მოთხოვნით,

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების მოთხოვნით,
პარლამენტმა რუს მშვიდობის დამცველებთან დაკავშირებით მორიგი დადგენილება უნდა მიიღოს, რომელიც 15 თებერვლის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ორშაბათს პარლამენტში აღნიშნული კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე მთავრობამ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ უარყოფითი პოზიცია გამოხატა.
პარლამენტის მორიგი დადგენილების საფუძველზე ამოქმედდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2005 წლის 11 ოქტომბერს მიღებული დადგენილების მე-4 პუნქტი, რომელიც 2006 წლის 15 თებერვლიდან კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG