ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”,
რომელიც ჟურნალისტების ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ბელორუსიის პოლიციელებმა სულ მცირე 9 ჟურნალისტი სცემეს. ჟურნალისტები პრეზიდენტობის კანდიდატ ალექსანდრ კაზულინის დაპატიმრებას აშუქებდნენ. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი რეპორტიორი პოლიციამ დროებით დააკავა, და სულ მცირე ორი მათგანი ცემის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აცხადებს, რომ ამ ინცინდენტით მყარდება შეშფოთება, რომ ბელორუსიაში 19 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ტერორის ატმოსფეროში გაიმართება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ადამ ერელიმ, პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში კაზულინის დაკავება დაგმო: [ერელის ხმა]: ”ამგვარი ქმედებები ამყარებს ჩვენს შიშს, რომ საარჩევნო პროცესი თავისუფალი არ იქნება. ჩვენ აქამდეც მოვუწოდებდით და ახლაც ვაცხადებთ, რომ ბელორუსიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაკავებული ინდივიდები უნდა გაათავისუფლონ, ოპოზიციის ლიდერის ცემის ფაქტი მიუკერძოებლად გამოიძიონ და დამნაშავეები დააკავონ ”.