აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით,
აფხაზური მხარე უარს ამბობს, განიხილოს გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნისა და გაეროს საპოლიციო კონტინგენტის ამოქმედების საკითხებს მას შემდეგ, რაც 8 მარტს გალის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. შამბას თქმით, გალის რაიონის ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტები და მკვლელობები ერთ მიზანს ემსახურება: დააჯეროს ყველა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება და სამშვიდობო ძალები რეგიონში ვითარებას ვერ აკონტროლებენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს სიტყვები "რეგნუმის" სააგენტოს მოჰყავს. ამავე ცნობის თანახმად, შამბამ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს მოეპოვება მტკიცებულება, რომ გალში 8 მარტს მომხდარი თავდასხმა ქართველების კარგად შეიარაღებულმა და აღჭურვილმა 12-კაციანმა ჯგუფმა განახორციელა.