Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის რამდენიმე რეგიონში დღესაც გრძელდებოდა


ერაყის რამდენიმე რეგიონში დღესაც გრძელდებოდა ძალადობის აქტები, მაშინ როცა კოალიციის ჯარები

ერაყის რამდენიმე რეგიონში დღესაც გრძელდებოდა ძალადობის აქტები, მაშინ როცა კოალიციის ჯარები
აშშ-ის ხელმძღვანელობით განაგრძობენ მსხვილმასშტაბიან ოპერაციას ბაღდადის ჩრდილოეთით, მეამბოხეების ბაზებად მიჩნეულ ობიექტებზე. ერაყის პოლიციის ცნობით, ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა, როცა ჭურვი ესროლეს სახლებს მაჰმუდიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზის სიახლოვეს. ქალაქ კუტში, რომელიც, ისევე როგორც მაჰმუდია, ბაღდადის სამხრეთში მდებარეობს, ერთი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, ოთხი კი დაჭრა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქებამ. ქალაქ ფალუჯაში, პოლიციის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრებს 11 სამოქალაქო პირი მას შემდეგ, რაც ამერიკელების სამხედრო ბადრაგზე რაკეტებით განხორციელდა იერეში. ამასობაში კი კოალიციის ჯარები განაგრძობენ ფართომასშტაბიან იერიშს ქალაქ სამარის მახლობლად.
XS
SM
MD
LG