Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი,

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი,
ოპოზიციის მხრიდან მისი გადადგომის მოთხოვნით მოწყობილ აქციებს გამოეხმაურა. მერაბიშვილის მიერ რუსთავში გაკეთებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროზე თავდასხმა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული: [მერაბიშვილის ხმა]: ”მე ძალიან მიხარია, რომ მთელი ოპოზიციის მთავარი ამოცანაა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა. ეს მეტყველებს, რომ ოპოზიციამ შენიშნა - პოლიციისთვის ზიანის მიყენება სერიოზულ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს. მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციელები არ შედრკებიან, და კრიმინალების წინააღმდეგ კვლავაც გააქტიურდებიან, და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კრიმინალის წინააღმდეგ ისევე ბრძოლას, როგორც ვიბრძოდით აქამდე”. ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებებს დღესვე ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მერაბიშვილმა პოლიტიკური პოლიცია შექმნა, რომელიც მას თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს. მისი აზრით, საზოგადოების პროტესტის ხარისხი ძალიან მაღალია, და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
XS
SM
MD
LG