რუსეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, ხუთი წლის მანძილზე ორი გაზსადენი გაიყვანონ ჩინეთის მზარდი ბაზრების ციმბირის გაზით მოსამარაგებლად.
ამის შესახებ განცხადება გაკეთდა დღეს, პეკინში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის პირველ დღეს. თავის ჩინელ კოლეგასთან, ჰუ ძინტაოსთან მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ახალი გაზსადენები წლიურად 80 მილიარდამდე კუბურ მეტრ გაზს გაატარებს. "პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ გაზრის ტრანსპორტირება მოხდება ორი მიმართულებით, აღმოსავლეთი ციმბირიდან და დასავლეთი ციმბირიდან. აღმოსავლეთ მარშრუტთან დაკავშირებით, ჩემის აზრით, ყველაფერი ნათელია. ეს ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების მეორე ეტაპია," განაცხადა პუტინმა. დღესვე ხელი მოეწერე რიგ სხვა შეთანხმებებსაც.