რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტომ უარყო ინფორმაცია, რომ
2003 წლის ოპერაციების დროს, მოსკოვი ერაყს ინფორმაციას აწვდიდა შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ. სააგენტოს წარმომადგენელმა, ბორის ლაბუსოვმა, განაცხადა, რომ ამის მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურების მიმართ წარსულშიც არაერთხელ გამოთქმულა. ლაბუსოვის თქმით, სააგენტო არ თვლის თავს ვალდებულად კომენტარი გაუკეთოს ასეთ ხელოვნურად შეთითხნილ ბრალდებებს. პარასკევს გამოქვეყნებული პენტაგონის ანგარიში ერაყში მოპოვებულ ორ დოკუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსები ინფორმაციას შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში არსებული წყაროებისგან მოიპოვებდნენ. ანგარიშის თანახმად, საბრძოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ერაყის მაშინდელ პრეზიდენტს, სადამ ჰუსეინს, ბაღდადში რუსეთის ელჩი აწვდიდა.