Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იმ მამაკაცის საქმე, რომელსაც


ავღანეთში იმ მამაკაცის საქმე, რომელსაც ქრისტიანობის მიღების გამო სიკვდილით დასჯა ემუქრება,

ავღანეთში იმ მამაკაცის საქმე, რომელსაც ქრისტიანობის მიღების გამო სიკვდილით დასჯა ემუქრება,
კვლავ გენერალურ პროკურატურას გადაეცა. პროკურორმა ზემარაი ჰამეედიმ დღეს ქაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დაცვის ქვეშ მყოფ აბდულ რაჰმანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დადგინდეს:
[ჰამეედის ხმა]: ”რაჰმანის საქმე კვლავ პროკურატურას დაუბრუნდა, და მასზე ვმუშაობთ. რაჰმანის ქალიშვილის, ბიძაშვილის, და თავად მის სიტყვებზე დაყრდნობით, ქაბულის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რაჰმანს ფსიქიკური დაავადება აქვს. ამიტომ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს, სადაც სწორ დიაგნოზს დაუსვამენ”.
აბდულ რაჰმანმა ქრისტიანობა 16 წლის წინ მიიღო. ავღანეთში დაბრუნებამდე მან მრავალი წელიწადი გაატარა საზღვარგარეთ. ის ორი კვირის წინ დააპატიმრეს ისლამის უარყოფის ბრალდებით. თუ ბრალდება დაუმტკიცდება, რაჰმანს შესაძლოა სიკვდილით დასჯა მიესაჯოს. თუმცა, თუ მას ფსიქიკურ დაავადებას დაუდგენენ, ბრალდება შესაძლოა გაუქმდეს. რაჰმანის საქმეს ინტენსიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი ფიგურა, რომელმაც რაჰმანის შეწყალება ითხოვა, რომის პაპი იყო.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, და უფლებადამცველი ჯგუფები, აცხადებენ, რომ ეს საქმე ერთგვარი გამოცდაა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რამდენად აპირებს ავღანეთი ინვიდივიდის თავისუფლების ფასეულობის დანერგვას და დაცვას. საქმე ავღანეთსა და დასავლეთს შორის სამომავლო ურთიერთობაზე მოახდენს გავლენას.
XS
SM
MD
LG