Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრემიერ მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ


იტალიის პრემიერ მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, განაცხადა,

იტალიის პრემიერ მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, განაცხადა,
რომ ავღანელი მამაკაცი, რომელსაც ქრისტიანობის მირების გამო სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, უკვე ჩავიდა იტალიაში.
ბერლუსკონის თქმით, აბდულ რაჰმანზე ახლა იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს. ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, როდის და რა ვითარებაში დატოვა რაჰმანმა ავღანეთი. ბერლუსკონის ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
რაჰმანს სიკვდილით დასჯა ისლამის მიტოვების გამო ემუქრებოდა - რაც ავღანეთში დანაშაულს წარმოადგენს. ის ორშაბათს, 27 მარტს გაათავისუფლეს, რადგან მისი საქმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზეზის დასახელებით შეწყდა.
ამ საქმეს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული მოსაზრებით, ეს საქმე იმის ერთგვარი გამოცდა იყო, თუ რამდენად აპირებს თალიბანის რეჟიმის შემდგომი ავღანეთი ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვას და დაცვას.
XS
SM
MD
LG