Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში დააპატიმრეს ავღანეთის დაზვერვის ყოფილი


ნიდერლანდში დააპატიმრეს ავღანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი.

ნიდერლანდში დააპატიმრეს ავღანეთის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი.
მას ბრალად ედება 80-იან წლებში, პროსაბჭოთა რეჟიმის დროინდელ ავღანეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში. ფრანს პრესის ცნობით, ავღანელი, რომლის სრულ სახელსაც არ მიუთითებენ (მას, უბრალოდ, "აბდულა ფ-ს" უწოდებენ), ნიდერლანდიდან გერმანიაში მიემგზავრებოდა და საზღვარზე იქნა დაკავებული. სააგენტოს ცნობით, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ნიდერლანდში დააკავეს ავღანეთის დაზვერვის კიდევ ორი ყოფილი ოფიცერი. ორივეს უკვე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა პატიმრებისადმი ცუდად მოპყრობისა და წამების გამოყენების გამო.
XS
SM
MD
LG