Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დღეს


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დღეს რუსი პარლამენტარების წინაშე წარდგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი დღეს რუსი პარლამენტარების წინაშე წარდგა
და რუსეთს "სტრატეგიული პარტნიორი" უწოდა. სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას ნაზარბაევმა შეაქო ორი ქვეყნის ურთიერთობა: [ნაზარბაევის ხმა] “ყაზახეთი და რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველა საინტეგრაციო პროცესის ლოკომოტივად რჩებიან. ორივე ქვეყანა ვიზიარებთ შეფასებას, რომ მხოლოდ ერთად შევძლებთ გამკლავებას ჩვენი დროის გამოწვევებთან: გლობალიზაციასთან, ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, ნარკობიზნესთან”. ნაზარბაევმა დღეს დაასრულა სამდღიანი ვიზიტი რუსეთში.
XS
SM
MD
LG