Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანს


მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანს შეუძლია გაეროს ბირთვული სააგენტოდან გამოვიდეს, თუკი მიიჩნია,

მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ირანს შეუძლია გაეროს ბირთვული სააგენტოდან გამოვიდეს, თუკი მიიჩნია,
რომ ის მას არაფერს რგებს. თეირანში პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ არ არის იმის დასტური, რომ ირანი თავის ბირთულ პროგრამას სამხედრო მიზნებით იყენებს. მან გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული საქმიანობა სამშვიდობო ხასიათისაა. აჰმადინეჟადის თქმით, ირანი არასოდეს იტყვის უარს თავის ბირთვულ პროგრამაზე. რანის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არა ჰგონია, რომ საქციების დაუწესონ ირანს. გაეროს უშიშროების საბჭოს ვადა 28 აპრილს მთავრდება, ამ დღისთვის ირანმა ან უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, ან შეიძლება სანქციები დაუწესონ მას.
XS
SM
MD
LG