Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები


დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მას შემდეგ,

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მას შემდეგ,
რაც რეგიონულ არჩევნებში მარცხი განიციდა მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ. კაბინეტს ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი ჩარლზ კლარკი, რომელსაც თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ჯონ რიდი შეცვლის. თანამდებობას ტოვებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეკ სტროც, რომელიც ამიერიდან სათავეში ჩაუდგება ლეიბორისტთა ფრაქციას პარლამენტის ქვედა პალატაში. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მარგარეტ ბეკეტმა დაიკავა. მინისტრთა კაბინეტში ევროპის კავშირის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს ჯეფ ჰუნი განაგებს. ეს ბრიტანეთის მთავრობაში მომხდარი უდიდესი ცვლილებებია ტონი ბლერის მმართველობის პერიოდში.
XS
SM
MD
LG