საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დაასახელა სხვა
ბაზრებზე ქართული ღვინის სახელით დამზადებული ფალსიფიცირებული ღვინის წინააღმდეგ ბრძოლა. დღესვე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს და სოფლის მეურნეობის მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილს მთავრობის სხდომაზე მოუწიათ უცხოეთში დამზადებული ფალსიფიცირებული ღივინის გასინჯვა. ეს ღვინო მთავრობის სხდომაზე მიიტანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაარიკტიკა, მისი თქმით, “უმოქმედობისთვის”. იუწყებიან აგრეთვე, რომ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის განცხადებით, სამთავრობო კომისია შეიქმნა საქართველოს დსთ-ში ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის შესასწავლად. კომისიას, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით შეიქმნა, თვით ნოღაიდელი ხელმძღვანელობს.