Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის


საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით,

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით,
საქართველოში ელექტროენერგიაზე საფეხურებრივი ტარიფი ამოქმედდა, რომელსაც მოსახლეობა დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით გადაიხდის. ახალი ტარიფის თანახმად, დედაქალაქში მოსახლეობა ელექტროენერგიის 100 კილოვატ საათამდე მოხმარებისას კილოვატ საათში 13,48 თეთრს გადაიხდის, 101დან 300მდე - 16 თეთრს, 301დან ზევით – 17,69 თეთრს. რეგიონებში ელექტროენერგიის 100 კილოვატ საათამდე მოხმარების შემთხვევაში, მოსახლეობა კილოვატ საათში 11,88 თეთრს გადაიხდის, 101-დან 300-მდე – 16,52 თეთრს, 301-დან ზევით – 17,9 თეთრს. კომისია სადისტრიბუციო ენერგოკომპანიებისა და გენერაციის ობიექტების მიერ კომისიაში შეტანილ სატარიფო განაცხადებს ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე განიხილავდა. განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების მიღებას ოპოზიციური ძალები აპროტესტებდნენ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური კი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შესახებ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მართებული იყო.
XS
SM
MD
LG