Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, თალიბანის


ავღანეთში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, თალიბანის "ძალა და გავლენა" გაიზარდა ბოლო კვირაში,

ავღანეთში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, თალიბანის "ძალა და გავლენა" გაიზარდა ბოლო კვირაში,
რომლის განმავლობაშიც კოალიციის ჯარებთან შეტაკებებმაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო იერიშისას თალიბანმა, მისივე ცნობით, ცენტრალურ ავღანეთში მდებარე გორის პროვინციაში მოკლა მოსამართლე, ოფიციალური პირი და ორი მცველი. სამშაბათს თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილი 60 მებრძოლი და 4 ჯარისკაცი დაიღუპნენ სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში. დღეს ქაბულში პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი შეხვდა ავღანეთში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ კარლ აიკენბერის და სთხოვა მას ახსნა-განმარტება, მიმდინარე კვირაში კოალიციის სამხედრო ოპერაციისას სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 16 სამოქალაქო პირი, მაგრამ ავღანეთში წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი 30-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG