Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოულოდნელად ჩავიდა ერაყში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მოულოდნელად ჩავიდა ერაყში.
ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქისთან და მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილებოდა უშიშროების, ეკონომიკური სტრატეგიისა და ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები. "ერაყი ტერორიზმის წინააღმდეგ ომის ნაწილია, ამ ომის მოწინავე ფრონტია. როცა ერაყის ხალხმა შეძლო მთავრობის შექმნა - თავად და საკუთარი თავისთვის - სერიოზული დარტყმა იქნა მიყენებული იმათთვის, ვინც ყველაფერს მუქ ფერებში ხედავს, ვისაც არ სჯერა თავისუფლების," თქვა ბუშმა. იგი აგრეთვე შეხვდა ერაყში ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს. "მე მჯერა, რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ აქ, საძირკველს ჩაუყრის მშვიდობას მომავალი თაობებისთვის. და მე მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ," მიმართა მან სამხედროებს. მანამე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კემპ დევიდში ამერიკის ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკურ მრჩევლებთან და სამხედრო სარდლობასთან თათბირი გამართა ერაყში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ეს ბუშის მეორე ვიზიტია ერაყში სამ წელზე ნაკლები პერიოდის მანძილზე.
XS
SM
MD
LG