Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება


საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც “ღრმა გულისტკივილს” გამოთქვამს სერგეი ბაღაფშის განცხადების გამო.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც “ღრმა გულისტკივილს” გამოთქვამს სერგეი ბაღაფშის განცხადების გამო.
ლაპარაკია აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის იმ განცხადებაზე, რომელშიც ის დაიმუქრა მოლაპარაკების პროცესიდან აფხაზური მხარის გასვლით და ქართულ მხარესთან ადმინისტრაციული საზღვრის დანაღმვით. როგორც ამერიკის საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, აშშ აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დარჩეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული, გააგრძელოს მონაწილეობა მოლაპარაკებაში. იქვე აშშ საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, გააგრძელონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევა.
XS
SM
MD
LG