Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ფუად სინიორამ


ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ფუად სინიორამ, დღეს მის ქვეყანაზე ისრაელის თავდასხმების

ლიბანის პრემიერ მინისტრმა, ფუად სინიორამ, დღეს მის ქვეყანაზე ისრაელის თავდასხმების
შეჩერებაში საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარება სთხოვა. ისრაელის შეტევის მეოთხე დღეს, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, სინიორამ დაგმო ისრაელის მიერ ლიბანელი ხალხის ”ამორალური კოლექტიური დასჯა”. სინიორამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ არაფერი იცოდა ”ჰესბოლას” მიერ ისრაელის ორი ჯარისკაცის ატყვევებაზე, რამაც ისრაელის თავდასხმები გამოიწვია. ლიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ისრაელის თავდასხმებს უკვე 100ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა უმრავლესობას მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლები შეადგენენ. ისრაელის იუსტიციის მინისრტმა, ჰაიმ რამონმა, დღეს განაცხადა, რომ ისრაელი თავდასხმებს გააგრძელებს მანამ, სანამ
”ჰესბოლა” იარაღს ლიბანის ჯარს არ გადასცემს. ისრაელის ბომბები დღეს ბეირუთის პორტში, და ჩრდილოეთის ქალაქ ტრიპოლიში ჩავარდა. ამავე დროს, ისრაელმა ბეირუთის სამხრეთი უბნები დაბობმა, სადაც ”ჰესბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას შტაბი მდებარეობს. ჯერჯერობით გაურკვეველია, იმყოფებოდა თუ არა ადგილზე თავად ნასრალა. პარალელურად, ისრაელის მიმართულებით ”ჰესბოლას მიერ ნასროლი ბომბები დღეს გუშინდელზე უფრო ღრმად ჩავარდა, რასაც ქალაქ თიბერიაში მინიმუმ რვა ადამიანის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG