Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა "უსაფუძვლო" უწოდა სანქციებს, რომლებიც


მოსკოვმა "უსაფუძვლო" უწოდა სანქციებს, რომლებიც აშშ-მა შემოიღო რუსეთის ორი კომპანიის წინააღმდეგ

მოსკოვმა "უსაფუძვლო" უწოდა სანქციებს, რომლებიც აშშ-მა შემოიღო რუსეთის ორი კომპანიის წინააღმდეგ
ირანთან თანამშრომლობის გამო. ეს კომპანიები - "როსობორონექსპორტი" და "სუხოი" -მიეკუთვნება სულ შვიდ უცხოურ კომპანიას, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები შემოიღო ირანისთვის მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად გამოსადეგი მასალის მიყიდვის გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს სანქციები, როგორც ჩანს, არის აშშ-ის რეაქცია რუსული იარაღის ვენესუელისთვის მიყიდვაზე. რუსეთმა გასულ კვირაში გააფორმა ხელშეკრულება ვენესუელისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე. აშშ, რომელმაც ვენესუელისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა, აკრიტიკებს ამ გარიგებას.
XS
SM
MD
LG