საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც, მსოფლიოს სახელგანთქმული თეატრების - პარიზის გრანდ ოპერას, კოვერნგარდენის, ლა სკალას, მორის ბეჟარის დასის - სოლისტებთან ერთად, ჩვენი თანამემამულეები, დავით და მაია მახათელები, იცეკვებენ. მაია, რომელიც ხუთი წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ”კოლორადო ბალეტის” სახელით გამოდის, დავით მახათელი კი - როიალ ბალეტის (იმავე კოვერნ გარდენის) სახელით. მაია მახათელი კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მოცეკვავეა. 3 აგვისტოს, პირველ ტურში, დათომ და მაიამ ჩაიკოვსკის ”მძინარე მზეთუნახავის” პა-დე-დე იცეკვეს. 13 აგვისტოს კი მეორე ტურია (ტოკიოს ფესტივალზე ”პროგრამა ბე”-ს უწოდებენ), რომელზედაც დათო და მაია მახათელები ”კორსარის” პა-დე-დეს წარმოადგენენ. ბალეტის მოყვარულები, რომლებიც ტოკიოს ფესტივალის ვებსაიტს გაეცნობიან, აუცილებლად დარწმუნდებიან, რომ დათო და მაია მახათელების პროგრამა ყველაზე რთულია.
და მაინც, საქართველოში ბალეტის მოყვარულებსაც კი ძალზე მწირი ინფორმაცია აქვთ დათოსა და მაიას წარმატებების შესახებ. არადა, დათო, მაგალითად, ”ჰიუსტონ ბალეტის” ამასწინანდელ გასტროლებზე ლონდონში ”ჰიუსტონ ბალეტის ვარსკვლავის” ტიტულით დაჯილდოვდა. იგი პრაქტიკულად ყველა წამყვან პარტიას ცეკვავს და, როგორც ჩანს, უმცროსი და, მაიაც, ”აიყოლია”... დიახ, ”აიყოლიაო,” - ასე გვითხრა მაია მახათელის თანაკურსელმა, ნინო გოგუამ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეთის თეატრის ახალგაზრდა სოლისტმა, რომელიც რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიაში გვეწვია. ბალეტის მოყვარულებს გავახსენებთ, რომ ნინოს, თუ შეიძლება ითქვას, ”დიდი დებიუტი” გაზაფხულზე შედგა ადანის ”ჟიზელსა” და პროკოფიევის ”რომეო და ჯულიეტაში”.