Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 55 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 55 ადამიანი დაიღუპა დღეს ერაყში ტერაქტების შედეგად.

სულ ცოტა 55 ადამიანი დაიღუპა დღეს ერაყში ტერაქტების შედეგად.
ყველაზე მეტი დაიღუპა სამხრეთში მდებარე ქალაქ ნაჯაფში. პოლიციის ცნობით, 30-მდე ადამიანი იქნა მოკლული და ათობით დაიჭრა სულ ცოტა ერთი აფეთქების შედეგად შიიტური სალოცავის მახლობლად. ერაყის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ადგილი ჰქონდა ორ სხადასხვა თავდასხმას იმამ ალის მეჩეთის მახლობლად მდებარე ხალხმრავალ ბაზარზე. პოლიცია მხოლოდ ერთი აფეთქების შესახებ საუბრობს. დაღუპულთა შორის პოლიციის თანამშრომლები და სამოქალაქო პირები იყვნენ. ბაღდადში რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, კიდევ 5 დაიღუპა სროლისას. ქალაქ ბააკუბაში დაიღუპა ოთხი პოლიციელი, ფალუჯაში - ერთი. ჩრდილო ერაყში თავდასხმებსა და ტერაქტებს 4 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG