პრაღაში მოწყობილ ერთ კონფერენციაზე, რომელიც 22 და 23 სექტემბერს გაიმართა, სათაურით ”დემოკრატიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში: მიზანი თუ თანმდევი ფაქტორი?”. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ისე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ჩამოსული ექსპერტები. საქართველოს საკითხი ერთ-ერთი იყო იმ საკითხებს შორის, რომელთაც კონფერენციაზე ყველაზე ხშირად ახსენებდნენ:
არის თუ არა დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უშუალო მიზანი - ეს გახლდათ მთავარი საკითხი, რომელსაც ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა ასოციაციისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ერთობლივად მოწყობილ კონფერენციაზე 22 და 23 სექტემბერს განიხილავდნენ. როგორც კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ინგლისელმა პოლიტოლოგმა რიჩარდ იანგსმა, მითხრა, ამ საკითხმა დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა:
[იანგსის ხმა] ”ევროკავშირში ესმით, რომ საერთაშორისო კონტექსტი ძალიან გართულებულია. ბევრი გარკვეულ ქვეყნებში დემოკრატიზაციის მიმართ უკურეაქციაზეც საუბრობს. ამას თავისი მიზეზები აქვს - შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გარკვეული ასპექტები, მაგალითად. ამავე დროს, ზოგიერთ ქვეყანაში - რუსეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ისევე როგორც რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში - პოლიტიკური ლიდერები ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებენ. ამდენად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას.”
კონკრეტულად როგორი დემოკრატიის ხელშეწყობაა ევროკავშირის მიზანი, არის თუ არა ამისათვის საკმარისი ევროკავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებში დამოუკიდებელი არჩევნების ხელშეწყობა, რა პრაქტიკული მეთოდები არსებობს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, შესაძლებელია თუ არა ისეთი ცნების შემუშავება, როგორიცაა ”ისლამისტური დემოკრატია”, და რა როლს თამაშობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში შეერთებული შტატების, ნატოსა და რუსეთის ფაქტორები - ეს გახლავთ მხოლოდ რამდენიმე საკითხი, რომელსაც კონფერენციის მონაწილეები იხილავდნენ. მოხსენებებში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართ მწვავე კრიტიკაც ისმოდა - განსაკუთრებით ხშირად ლაპარაკობდნენ გამომსვლელები გადაჭარბებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებზე, ერთიანი სტრატეგიის უქონლობასა და იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაში ხშირად დემოკრატიზაციაზე მეტად ქვეყნების სტაბილიზაციას ენიჭება უპირატესობა.
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომხსენებელი სირიელი ჟურნალისტი აიმან აბდელ ნუარი იყო. იგი სირიაში ინტერნეტ-ჟურნალს გამოსცემს, რომელსაც მთავრობა კრძალავს, ვინაიდან, როგორც აბდელ ნუარმა მითხრა, მისი ჟურნალი მკითხველს განსხვავებული პოლიტიკური ძალების თვალსაზრისს აწვდის. სირიელი ჟურნალისტის თქმით, ევროკავშირს ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციაზე მეტად რეგიონის სტაბილიზაცია აინტერესებს:
[აბდელ ნუარის ხმა] ”დემოკრატიაზე ლაპარაკობ, საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს ზრდი, ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებ და მერე, თუ მათ დააპატიმრებენ ან სდევნიან, ვეღარაფრით იცავ. არა გაქვს შესაბამისი პროგრამა, კანონმდებლობა ან, თუნდაც, ბიუჯეტი. გამოდის, რომ მხოლოდ ლაპარაკობ. არადა, მოქმედებაა საჭირო.”
ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა არ იყო ერთადერთი საკითხი, რომლის გამოც კონფერენციაზე ევროკავშირის კრიტიკა ისმოდა. აღმოსავლეთ ევროპის და, კონკრეტულად, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების თემა არაერთმა მომხსენებელმა წამოჭრა. ე.წ. ”ფერად რევოლუციებთან” მიმართებით სწრაფი და ეფექტიანი ქმედებისთვის ევროკავშირი მოუმზადებელი აღმოჩნდა - ასეთ განცხადებას შეიცავდა ბარსელონის უნივერსიტეტის პროფესორის ელისაბედ იოჰანსონ-ნოგუეს მოხსენება. ელისაბედ იოჰანსონ-ნოგუეს მე მისი მოხსენების შემდეგ გავესაუბრე:
[იოჰანსონ-ნოგუეს ხმა] ”ვარდების რევოლუციისთვის ევროკავშირი მოუმზადებელი აღმოჩნდა. კავშირი უკვე მაშინ ცდილობდა საგარეო პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ჰქონდა, როგორი რეაქცია უნდა მიეცა ამ პროცესებისთვის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შედარებით ახალგაზრდაა. ცხადია, ყველა წევრ ქვეყანას თავისი, კონსოლიდირებული საგარეო პოლიტიკა აქვს, მაგრამ 25 წევრის ერთიანი პოლიტიკა ჯერაც ახალი რამაა. და ამდენად, კავშირს პრობლემები აქვს მიზნების მკაფიოდ ფორმულირებასთან დაკავშირებით.”
ანალიტიკოსების გარდა, პრაღაში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებიც იღებდნენ. კონფერენციის პირველ დღეს ერთ-ერთი მომხსენებელი ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი იუგ მინგარელი იყო. პოლიტიკის ანალიტიკოსებისგან განსხვავებით, მინგარელიმ მოხსენებაში ხაზი გაუსვა კავშირის გარეთ მდებარე ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესისთვის ევროკავშირის ეფექტიან და აქტიურ მხარდაჭერას.
საქართველოში მიმდინარე პროცესები მისი მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო - განსაკუთრებით ვრცლად მინგარელიმ ე.წ. გაყინულ კონფლიქტებსა და ამ კონფლიქტებში ევროკომისიის როლზე ისაუბრა:
[მინგარელის ხმა] ”სამხრეთ ოსეთის რეგიონში კომისია შერეულ საკონტროლო კომისიაში მონაწილეობს და მხარს უჭერს ქართველებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენლების პირისპირ არიან. სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და აფხაზეთში ჩვენ რეაბილიტაციის პროგრამებს ვახორციელებთ და ნდობის აღდგენაზე ვმუშაობთ. ამჟამად სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საუკეთესო ფორმას ვეძებთ, მაგრამ ამ სფეროში მარტივი პრობლემის წინაშე ვდგავართ: კავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას, უბრალოდ, არ სურს რუს მშვიდობისდამცველებთან საქმის დაჭერა.”
ცხადია, კონფერენცია, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ამ პოლიტიკაში დემოკრატიზაციის ფაქტორს მიეძღვნა, გვერდს ვერ აუვლიდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე საუბარს. კონფერენციის მონაწილეთა უმეტესობა აღნიშნავდა, რომ სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებული ნაბიჯები, მართლაც, მიმართულია ქვეყნებში დემოკრატიის განმტკიცებისკენ. მაგრამ, მათი აზრით, ამ პოლიტიკას თან არაერთი პრობლემა ერთვის. პირველ რიგში, მიდგომაა ზოგადი - სამეზობლო პოლიტიკა, პოლიტიკური და თუნდაც კულტურული თვალსაზრისით, განსხვავებულ ქვეყნებს აერთიანებს ხმელთაშუაზღვისპირეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, როგორც მიუნხენში განთავსებული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ირის კემპე ამბობს, გაწევრიანების პერსპექტივასთან შედარებით, სამეზობლო პოლიტიკა ბევრად ნაკლებად წარმოადგენს რეფორმების გატარებისთვის საჭირო წამახალისებელ ფაქტორს:
[კემპეს ხმა] ”ამაში განსაკუთრებით მიმზიდველი არაფერია. გულწრფელად რომ ვთქვათ, მთავარი პრობლემა ინსტიტუციური პერსპექტივის და გაწევრიანების პირდაპირი პერსპექტივის არარსებობაა. საქართველოს - ისევე, როგორც უკრაინას - ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს პერსპექტივა კი არ იკვეთება - ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი კარი ღიაა და შეიძლება ეს ქვეყნები ოდესმე გაწევრიანდნენ კიდეც; მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ მოხდება. სამეზობლო პოლიტიკა სწორედ ამ თვალსაზრისით არის გამაწბილებელი.”
ამავე დროს, ირის კემპეს თქმით, ამ ეტაპზე ამგვარი პოლიტიკის გატარება, ალბათ, მაინც საჭიროა. ერთი მხრივ, ევროკავშირს არ შეუძლია უსასრულოდ გაფართოება - მეორე მხრივ, საქართველოში კიდევ ბევრი და ღრმა რეფორმის გატარებაა საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რეალური პერსპექტივა გახდეს.