Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეწვია კოდორის


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეწვია კოდორის ხეობას, რომელსაც, მისივე გადაწყვეტილებით, "ზემო აფხაზეთი" ეწოდა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეწვია კოდორის ხეობას, რომელსაც, მისივე გადაწყვეტილებით, "ზემო აფხაზეთი" ეწოდა.
მიხეილ სააკაშვილის გარდა რეგიონში ჩავიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, აგრეთვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური. როგორც იუწყებიან, პრეზიდენტი შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, დაესწრო აფხაზეთის დევნილი მთავრობის სახლის გახსნას სოფელ ჩხალთაში. თბილისში კი, სოხუმის დაცემის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. მათ შორის იყო სამგლოვიარო მიტინგი გმირთა მოედანზე, სადაც ყვავილებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.
XS
SM
MD
LG