Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშაბათს გორში თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური


სამშაბათს გორში თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა.

სამშაბათს გორში თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა.
ჰოსპიტალის გახსნას ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში მიხეილ ქარელი, პარლამენტარები და სხვა ოფიციალური პირები. როგორც თავდაცვის სამინისტროდან იტყობინებიან, ევროსტანდარტების შესაბამისი გორის ჰოსპიტალი მოემსახურება, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებს. ჰოსპიტალი 150 ავადმყოფზეა გათვლილი და სრული დატვირთვით ორ კვირაში ამოქმედდება.
XS
SM
MD
LG