მოსკოვში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს
სპეცდანიშნულების რაზმმა, ეგრეთწოდებულმა ”ომონმა” საქართველოს საკონსულოს შენობის წინ რამდენიმე ქართველი დააკავა. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები 4 ადამიანზე საუბრობენ, ხოლო რუსეთის საგენტოები საქართველოს 7 მოქალაქის დაკავებას იუწყებიან. საქართველოს მოქალაქეები მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან მათ საბუთები თითქოსდა წესრიგში არ ჰქონდათ. პარალელურად, რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვის შემდეგ საქართველოში დამზადებული წვენების რევიზიაც გადაწყვიტა. შემოწმება მოლდავურ პროდუქციასაც ეხება. ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.