მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, იტალიიის ნაკრებს მასპინძლობს. აქამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს ერთმანეთთან ოთხჯერ აქვთ ნათამაშები: ერთი შეხვედრა ფრედ, ნულით-ნული, დასრულდა, დანარჩენ სამ მატჩში კი იტალიის ნაკრებმა იმარჯვა, თუმცა, ამგვარი სავალალო სტატისტიკის მიუხედავად, ქართველი ჯვაროსნები და მათი ქომაგები მოახლოებულ შეხვედრას მაინც ოპტიმისტური განწყობით ხვდებიან. რა კვებავს ქართველი გულშემატკივრების ოპტიმიზმს?
იტალიელები არ მალავენ, რომ საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ. საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონებისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, თუმცა ასევე იმედიანად არიან განწყობილნი საქართველოს ნაკრების ქომაგებიც. ზაზა ზურაბაშვილს, ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს, არ ესწავლება, რომ იტალია საქართველოზე ძლიერია, მაგრამ, ამის მიუხედავად, წარმატების იმედს მაინც არ კარგავს:
[ზაზა ზურაბაშვილის ხმა] „იმედი მაქვს, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტები ყოფილა. ალბათ, გახსოვთ, იტალიას ჩვენთან წინა თამაშების მოგება გაუჭირდა. პრესკონფერენციაზე სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, უკრაინაზე მეტად საქართველოსთან გამარჯვება გაგვიჭირდებაო. იმედი ვიქონიოთ, რომ მართლა გაუჭირდებათ.“
ზაზას მსგავსად, გამარჯვების იმედი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაია ნადირაძესაც, თუმცა ფეხბურთის ქომაგი ქალბატონი ამბობს, რომ დამარცხების შემთხვევაშიც მშენებლობის სტადიაში მყოფი საქართველოს ნაკრები ფასდაუდებელ გამოცდილებასა და ცოდნას შეიძენს. მთავარია, გულშემატკივრებმა არ ჩაიქნიონ ხელი და ნაკრების ფეხზე დადგომამდე სტადიონზე სიარული არ შეწყვიტონ:
[მაია ნადირაძის ხმა] „სტადიონზე აუცილებლად ვივლი იქამდე, სანამ წაგების მეტი შანსი იქნება. სწორედ ასეთი გულშემატკივრობით გაუჩნდება გუნდს მოგების სულ სხვა ჟინი, როდესაც მისი გულშემატკივარი, წაგებისა და მოგების მიუხედავად, სულ გულშემატკივრობს.“(სტილი დაცულია)
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისგან განსხვავებით, დეპუტატი ვაჟა კილაძე იტალიის ნაკრების მხურვალე გულშემატკივარია. გარდა იმისა, რომ საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ეპარება ეჭვი, ხალხის რჩეული ქართული ფეხბურთის მომავალსაც სკეპტიკურად უყურებს:
[ვაჟა კილაძის ხმა] „ერთი თამაში შეიძლება გამოგვივიდეს და ასეთი რამ ყოფილა, მაგრამ რეალურად, მე მგონი, ძიუდოს უფრო უნდა მივაწვეთ ქართველები და არა ფეხბურთს. ძიუდოში წარმატების მეტი შანსი გვაქვს.“
ასევე იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ჯანი მერლო, თუმცა იტალიელი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები მის თანამემამულეებს მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს:
[ჯანი მერლოს ხმა] „საქართველო ძალიან ამაყია და მცდელობას არ დააკლებს. როგორც ამბობენ, ყოველ მატჩს თავისი ისტორია აქვს. ასე რომ, ძალიან ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. რადგან მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ჩავლილია, შეიცვალა ზოგიერთი მოთამაშე, მწვრთნელიც ახალია. ასე რომ, ბევრი კითხვის ნიშანია.”
თბილისელი გულშემატკივრებიც დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინში არიან. ზაზა ზურაბაშვილი ამბობს, რომ, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, აუცილებლად მივა სტადიონზე და ენერგიული შეძახილებით ეროვნული ნაკრების გამხნევებას შეეცდება:
[ზაზა ზურაბაშვილის ხმა] „ბოლო-ბოლო, გვინდა მოგება. პრესტიჟის მოგება არაფერს გვიწყვიტავს, მაგრამ ვიამაყებთ მაინც, რომ მსოფლიო ჩემპიონებს მოვუგეთო.“(სტილი დაცულია)