Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად
უნდა წარმოადგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ატომური იარაღის გამოცდის გამო ჩრდილოეთ კორეას სანქციები უნდა დაუწესდეს. გაეროში შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბოლტონის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რეზოლუციას პარასკევს უყრიან კენჭს. პარალელურად, გაეროს გენერალური მდივანი, კოფი ანანი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი მოლაპარაკების გამართვას სთხოვს, და კომუნისტურ ქვეყანას მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ისედაც ”ძალიან რთული” სიტუაციის კიდევ აუფრო დაძაბვა.
XS
SM
MD
LG