Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ, პირველ


საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ, პირველ სხდომაზე

საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ, პირველ სხდომაზე
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებსაც 34 მანდატი აქვთ, საკრებულოს თავმჯდომარედ ზაზა ბეგაშვილი, თბილისის მერად კი - გიგი უგულავა ერთხმად აირჩიეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგთა გაუქმებას სასამართლოსგან მოითხოვს. კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების ბლოკი უკანონოდ აფასებს მისთვის განკუთვნილი ორიდან ერთი მანდატის მრეწველებისთვის გადაცემას. ამ მანდატის მფლობელი გოგი თოფაძე თბილისის საკრებულოს პირველ სხდომას დღეს არ დასწრებია. ასევე ერთი მანდატის მფლობელი შალვა ნათელაშვილი კი, როგორც დღეს თავად განაცხადა, საკუთარ მანდატს შეერთებული შტატების პრეზიდენტს უგზავნის. დღესვე პირველი სხდომა გამართა ბათუმის ახლადარჩეულმა საკრებულომაც.
XS
SM
MD
LG