ავღანეთის სამხრეთში ნატოს ჯარებთან ბრძოლებში მოკლულია სულ ცოტა 50 თალიბი.
როგორც ნატოს წარმომადგენელი იტყობინება, შეტაკება მოხდა პროვინცია ყანდაარის ორ რაიონში. ავღანეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რომელიც თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა, თალიბების წინააღმდეგ ნატოს ოპერაციის მსვლელობისას საჰაერო იერიშებს 90-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.