Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა,

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა,
რუსეთს საქართველოსთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა. სხეფერი ამ განცხადებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა. ნატოს გენერალური მდივანი ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, და რუსეთს მიმართავს თხოვნით, თბილისთან გართულებული ურთიერთობა არ დაუკავშირდეს ნატოს მხრიდან საქართველოს დაშვებას ”ინტენსიური დიალოგის” ფაზაში.რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი ივანოვი, სხეფერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: [ივანოვის ხმა]: ”საქართველოს ხელისუფლებამ, შესაძლოა, კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტას მიმართოს, რაც, ბუნებრივია, გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს მოქალაქეების, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ძალიან მცირე ხალხების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. ეს კონფლიქტები მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს - და რუსეთი აქ არაფერ შუაშია”. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ, განაცხადა, რომ საქართველოს ”ინტენსიური დიალოგის” სტადიაზე დაშვების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობას რუსეთის ”პროვოცირებისკენ” უბიძგა.
XS
SM
MD
LG