Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერს, ალექსანდრ მილინკევიჩს


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერს, ალექსანდრ მილინკევიჩს,

ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერს, ალექსანდრ მილინკევიჩს,
ადამიანის უფლებების დაცვისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული ყველაზე საპატიო ჯილდო - სახაროვის პრემია მიენიჭა. პრემია ყოველწლიურია, და იმ ინდივიდებს თუ ჯგუფებს ენიჭება, ვინც ჩაგვრის, შეუწყნარებლობის და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. მარტში ალექსანდრ მილინკევიჩი ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს. არჩევნებში, რომელსაც დასავლეთმა გაყალბებული უწოდა, ალექსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგების გაპროტესტების გამო, მილინკევიჩი 14 დღის განმავლობაში იყო დაპატიმრებული. რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურთან საუბრისას, მილინკევიჩმა სახაროვის პრემის მიღებას ბელორუსიის დემოკრატიული ძალებისთვის ”უდიდესი მორალური მხარდაჭერა” უწოდა.
[მილინკევიჩის ხმა]: ”ამ პრემიით დაჯილდოვება, რა თქმა უნდა, ყველასათვის საამაყო რამ არის. მაგრამ, სრულიად გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ამას ჩემს პირად ჯილდოდ არ მივიჩნევ. ეს პრემია იმ ათასობით ადამიანს ეკუთვნის, ვინც გაზაფხულის კამპანიის დროს გამბედაობა გამოიჩინა და ღირსებისთვის, ბელორუსიისთვის იბრძოლა. ეს პრემია უდიდესი მორალური მხარდაჭერაა ბელორუსიის დემოკრატიული ძალებისთვის”. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 50 ათასი ევროს ოდენობის თანხას ითვალისწინებს. დაჯილდოების ცერემონია 13 დეკემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგება.
XS
SM
MD
LG