Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ძალები ავღანეთიდან იტყობინებიან


ნატოს ძალები ავღანეთიდან იტყობინებიან,

ნატოს ძალები ავღანეთიდან იტყობინებიან,
რომ ამ კვირის განმავლობაში, თალიბ მებრძოლთა წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებს დაახლოებით 70 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილებს შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ, საგანგებო კომისია შექმნა, რომელიც ყანდაარის პროვინციაში ნატოს მიერ სამშაბათს განხორციელებულ თავდასხმას იძიებს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ამ თავდასხმას ათეულობით მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი, ნატოს მოუწოდებს ზედმიწევნით ფრთხილად იმოქმედოს და მოქალაქეთა შორის მსხვერპლი თავიდან აიცილოს. ნატო, თავის მხრივ, მწუხარებას გამოთქვამს მისი ოპერაციების შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა გამო. ნატო თალიბანს ადანაშაულებს დასახლებული ადგილების თავშესაფრად გამოყენებაში, და ამით მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნაში.
XS
SM
MD
LG