Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ქრთამის გაცემაში ბრალდებულ ყოფილ პარლამენტარ გია ნუცუბიძეს და მასთან ერთად დაკავებულ კომპანია "ამაღლება 98"-ის დირექტორს, დავით სიხარულიძეს. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, სასამართლო პროცესს გია ნუცუბიძე არ დასწრებია. ის პროცესზე საკუთარი სურვილით არ გამოცხადდა. სხდომას ესწრებოდა დავით სიხარულიძე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ნუცუბიძე 27 ოქტომბერს დააკავეს, ქრთამის სახით განათლების სამინისტროს თანამდებობის პირისათვის 50 ათასი ლარის გადაცემის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ნუცუბიძე სამშენებლო კომპანია ”ამაღლება-98” -ის სასარგებლოდ მოქმედებდა. კომპანიას განათლების სამინისტროსთან საქართველოს რამდენიმე რაიონში სკოლების რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
XS
SM
MD
LG