Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.


ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ლიდერობს მემარცხენე "სანდინისტების" ლიდერი დანიელ ორტეგა. ის 16 წელია, ოპოზიციონერობას უწევს კონსერვატიულ მთავრობას და, მისივე განმარტებით, სურს ბოლო მოუღოს "ველურ კაპიტალიზმს", თუმცა არ არის საბაზრო ეკონომიკისა და უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგი. მისი მთავარი მეტოქეა აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, ჰარვარდის კურსდამთავრებული ბანკირი ედუარდო მონტეალეგრე.
XS
SM
MD
LG