Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მზად


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის,

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის,
განაახლოს მოლაპარაკებები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მონაკოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მონაკოში ის ნაციონალურ და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსი" იუწყება, საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს არ შეუწყვეტია მოლაპარაკებების პროცესი და თბილისი მზადაა, განაახლოს დიალოგი ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებია. მანვე გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს მომავალში აღდგება ეს ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG